მეცხრე დღე
დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრა იყო. გავიარე ტრენინგის სრული კურსი .მთლიანად ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომტანი გამოდგა. შესწავლილი პროგრამები და პროექტებით სწავლება ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა, თითოეული პროექტის თემა იყო ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი . პრეზენტაციის შემდეგ ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
დავამუშავე გეგმა, გავითვალისწინე როგორც კოლეგების ასევე ტრენერის რჩევები და ავტვირთე ბლოგზე. ბლოგზე დავამატე გაჯეტები.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენეს, ინგა კახიანს, ასეთი მაღალი დონის ტრენინგის ჩატარებისთვის.
ელისო მდივანის ბლოგი
Sunday, November 25, 2018
Saturday, November 24, 2018
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.დავათვალიერე ამ განყოფილებაში მოცემული ფორმები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტები და მოვათავსეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.. შევედით პადლეთში და შევქმენით პადლეთი ჩვენი პროექტის ფასილიტაციისათვის.
Friday, November 23, 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.ვნახეთ პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.ვისაუბრეთ რას ნიშნავს თვითრეგულაცია და ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად.ინტელის viewer- ნაწილიდან დავათვალიერეთ და ავირჩიეთ მოსწავლეთა მხარდაჯერის პროექტები,აქედან შევქმენით სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი ფორმა და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.ვიმუშავეთ ბლოგზე.
Sunday, November 18, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
18.11.2018 დღეს გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. განვიხილეთ შეფასების რუბრიკების სხვადასხვა სახეები. განვსაზღვრეთ ხვედრითი წილი.შევქმენი ჩემი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების რუბრიკა და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
შეფასების რუბრიკა
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა
კრიტერიუმები
|
1 დონე
(დაბალი)
|
2 დონე
(საშუალო)
|
3 დონე
(კარგი)
|
4 დონე
(ძალიან კარგი)
|
მონაცემების შეგროვება და დახარისხება
|
ვერ ახერხებენ მონაცემების შეგროვებას და დახარისხებას.
|
ნაწილობრივ
ახერხებენ
მონაცემების შეგროვებას და დახარისხებას.
|
კარგად შეუძლიათ მონაცემების შეგროვება და დახარისხება.უშვებს
მცირე შეცდომებს.
|
უშეცდომოდ მოიპოვებს მონაცემებს და არგუმენტირებულად
ახდენს მის დახარისხებას.
|
მონაცემების წარმოდგენა ცხრილების სვეტოვანი და წრიული
დიაგრამის სახით
|
ვერ ახერხებს მონაცემების წარმოდგენას სხვადასხვა
ფორმით.
|
ნაწილობრივ წარმოადგენს მონაცემებს სხვადასხვა ფორმით.უშვებს
შეცდომებს.
|
კარგად შეუძლია მონაცემების წარმოდგენა სხვადასხვა
ფორმით. ცდილობს არგუმენტირებულ დასაბუთებას.
|
უშეცდომოდ შეუძლია მონაცემების წარმოდგენა სხვადასხვა
ფორმით.შეუძლია არგუმენტირებული დასაბუთება.
|
კომუნიკაცია
|
ვერ ახერხებენ დაამყარონ კომუნიკაცია ერთმანეთთან.
|
ცდილობენ დაამყარონ კომუნიკაცია ერთმანეთთან. ცდილობენ
მოუსმინონ და პატივი სცენ ერთმანეთის აზრს.
|
კარგად მუშაობენ
და ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან.უსმენენ და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს.
|
ძალიან კარგად მუშაობენ და ამყარებენ კომუნიკაციას
ერთმანეთთან.უსმენენ და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს.
|
პრეზენტაციის წარმოდგება დიზაინი/ფორმა
|
პრეზენტაციაში ბევრი გრაფიკული გამოსახულებები და მცირე რაოდენობით ტექსტია,
ან დიდი მოცულობის ტექსტი და ცოტა გრაფიკული გამოსახულებაა.
|
პრეზენტაციაში იყენებს ზოგიერთ გრაფიკულ გამოსახულებს ტექსტებით. ან
სლაიდზე ძალიან დიდი მოცულობის ტექსტია წარმოდგენილი.
|
იყენებს გრაფიკულ გამოსახულებებს ტექსტებთან ერთობლიობაში.
|
იყენებს გრაფიკულ გამოსახულებებს შესაბამისი ტექსტებით პრეზენტაციის
საინტერესოდ და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოსადგენად.
|
Saturday, November 17, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია.
17.11.2018 ვისაუბრეთ ინფორმაციის სანდოობაზე,ინფორმაციის საავტორო უფლებებზე. შევავსე საავტორო უფლებების ტესტი. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი პრეზენტაციის სახით, რომელიც განვათავსე ბლოგზე.
Sunday, November 11, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია.
დღეს გავეცანი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებსა და მეთოდებს.ავირჩიე ჩემი გეგმის შესაბამისი სტრატეგიები და შევავსე პროექტის გეგმის შეფასების დროის ჩარჩო. შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი. ასევე ვიმუშავე ბლოგზე. შევქმენი ახალი ფურცლები და გამოვაქვეყნეთ.
Saturday, November 10, 2018
მესამე დღის რეფლექსია
ტრნინგის მესამე დღეს 10 ნოემბერს ვიმუშავეთ პროექტის საუძვლებზე
კონკრეტულად ჩავწერეთ სტანდარტები და მიზნები.
გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ზოგადი:რატომ გვჭირდება მათემატიკის ცოდნა
|
თემატური: . რა წყაროები დაგეხმარა
მონაცემების შეგროვებაში.
.რა ფორმით შეგიძლია გამოსახო მონაცემები. |
შინაარსობრივი: . როგორ გამოთვლი
რიცხვის პროცენტს.
. როგორ ააგებ მონაცემებს. |
Subscribe to:
Posts (Atom)